- სერი
- I. მოგრძედ წარზიდული გორა (ნახე მთა), холм.II. სერისადილი ან ვახშამი თჳსად, ან გამომჩვენებით სტუმართა თანა (მატ. 23, 6; მარკ. 6, 21 და 12, 39), вечер, пир, пиршество. ესე არს ზოგადი სახელი, რამეთუ არიან კაცნი, რომელნიცა ერთსა დღესა რაოდენთამე ჯერთა მიიღებენ და ეწოდების პირველსა საუზმე, მეორესა - სადილი, მესამეს - სამხარი, მეოთხეს - ზარბელი, მეხუთეს - ვახშამი და შემდგომად მისსა დაწოლის ჟამს - სერის კუდი ან სირის კუდი; კუალად სერი არს: ანკანაკობა, არიფანა და ფსონი, ლხინი, ლხინობა, მამითადი, ნადიმი, პურობა, სტუმრობა, ტაძრობა, წვეულობა, ხადილობა და სხ. (იხილე თჳსთა ადგილთა).
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.